
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.
მათ, შორის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ დასვენებებზე ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების კაბინეტში მრავალფეროვანი აქტივობებით გაირთონ თავი. რომელთა შორისაა: მაგნიტების კონსტრუქტორის მეშვეობით სხვადასხვა კონსტრუქციების აწყობა, ქვიშაზე ფიგურების ხატვა, ბრტყელი ქვებისგან პირამიდების აშენება, ხის კონსტრუქტორის მეშვეობით წონასწორობის დაცვის შესწავლა. ყველა აქტივობა შეიცავს ნატიფი მოტორიკის განვითარების ელემენტებს და უზრუნველყოფს გონების განვითარებას.
იდეის ავტორი და რეალიზატორი ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანნა წულაია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: