ჯვარისის საჯარო სკოლის მასწავლებლის მირანდა გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა ხარისხის ნიშანი დაიმსახურა
04-10-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ეროვნული ხარისხის ნიშნები მიიღეს.

საერთაშორისო პროექტში სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის მირანდა გიორგაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები და მოსწავლეები ჩაერთნენ.

eTwinning-ის პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ჩაერთო 41 მასწავლებელი და 146 მოსწავლე შემდეგი 9 ქვეყნიდან: 
გერმანია;
ესპანეთი;
თურქეთი; 
იტალია;
პოლონეთი;
რუმინეთი; 
საბერძნეთი; 
ჩეხეთი; 
საქართველო.

პროექტი დიდი წარმატებით წარიმართა და ხარისხის ნიშნები დაიმსახურა. სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეები განვითარებასა და ცოდნის დონის გაღრმავებაზე, ყოველდღიურად, აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203