ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებს საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დიპლომები გადაეცათ
04-10-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად მათ დიპლომები „კინგსის“ ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის გადაეცათ.
წარმატებული მოსწავლეები არიან მარიამ ბერუჩაშვილი, ლიზი ჯაფარიძე და ბარბარე ყიფიანი. ისინი ბეჯითი, მონდომებული, ნიჭიერი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე და სანიმუშო მოსწავლეები არიან.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ საუკეთესო გოგონებს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.