„გილოცავთ ამ წარმატებას!“ - ჟანივრის საჯარო სკოლის მე-3ა კლასმა izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
04-10-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლის მე-3 კლასმა izrune.ge-ს ოქტომბრის „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა. 

მე-3 კლასის მზრუნველი და წარმატებული დამრიგებელი ლილი შარაშიძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა და მათი დამრიგებლის წარმატება ახარებთ. 

„ჩვენი სუპერ მე-3 კლასი, გილოცავთ ამ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 2022-2023 სასწავლო წლის თბილისის ოქტომბრის „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203