ხონის N1 სკოლის მოსწავლეები - ლიზი შვანგირაძე და ბაჩო ქაჯაია საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ
04-10-2022
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიზი შვანგირაძე და ბაჩო ქაჯაია საგანმანათლებლო პროექტში „მოხალისე წყლის ადვოკატები“, მონაწილეობენ. 

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის” პარტნიორობით იმართება. მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მონაწილეები საირმეში შეიკრიბნენ, სადაც მათ გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე შეხვდა. მან მოხალისეებთან ერთად პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო მოზარდებმა საპატიო სტუმარს თავიანთი იდეები და გეგმები გაუზიარეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები იღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებსა თუ ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემში/სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და აწარმოონ ადვოკატირების კამპანიები, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ასევე დაიცვან უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203