რუსთავის N21 საჯარო სკოლაში ხატვის წრემ დაიწყო მუშაობა
04-10-2022
რუსთავის N21 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება ხატვის წრემ დაიწყო.
მოსწავლეებს პირველი გაკვეთილი უკვე ჩაუტარდათ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ხატვის წრეზე სიარულით ისინი შემოქმედებით უნარებს განივითარებენ და ამ მხრივ, ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ.
მოსწავლეებმა ნახატები დიდი მონდომებითა და ხალისით შექმნეს. მათ სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. სწორედ მათი განვითარებისთვის ჩამოყალიბდა ხატვის წრეც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს