ჯვარისის, განთიადის, ავრანლოს, არწივანის და ტაძრისის საჯარო სკოლები საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის, ავრანლოს, არწივანის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ.
სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა eTwinning-ის აღნიშნულ პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ხარისხის ნიშნები მიიღეს.
მასში ჯვარისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის მირანდა გიორგაძის ხელმძღვანელობით, ჩართული იყო 41 მასწავლებელი და 146 მოსწავლე შემდეგი 9 ქვეყნიდან:
გერმანია;
ესპანეთი;
თურქეთი;
იტალია;
პოლონეთი;
რუმინეთი;
საბერძნეთი;
ჩეხეთი;
საქართველო.
სკოლებში მიღწეული შედეგით ამაყობენ. ჯვარისის საჯარო სკოლა კი ყველას წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: