მომავალი ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები, ჟურნალისტები - ოზურგეთის N1 სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა პროფესიები მოირგეს
04-10-2022
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

მოეწყო პროფესიების დღე. პირველკლასელებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების როლი მოირგეს და მათთვის დამახასიათებლად შეიმოსნენ. 

შემდეგ პატარები პედაგოგის წინაშე წარსდგნენ და საინტერესოდ ისაუბრეს. ისინი აქტივობაში უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„მომავალი ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეფუტკრეები, მოცეკვავეები, მხატვრები შესაბამისი ფორმირებითა და სამომავლო მიზნებით წარსდგნენ მაია მასწავლებლის წინაშე. ლომის წილი ხომ მას ეკუთვნის ამ მიზნების განსახორციელებლად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203