მესხეთის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა დაუვიწყარი მოგზაურობა რაჭაში
04-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია მოსწავლეთათვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რათა მათთვის სკოლაში გატარებული ყოველი დღე დაუვიწყარი იყოს.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებისა და რა თქმა უნდა მშობლების ხელშეწყობით რაჭაში ექსკურსია მოაწყეს.

მეექვსეკლასელებმა მოინახულეს: ნიკორწმინდა, ბარაკონი და ხოტევის ტაძრები.

ბავშვებმა აღნიშნულ უნიკალურ ტაძრებზე დეტალურად ისაუბრეს და თანასკოლელებს, მშობლებსა თუ პედაგოგებს „გიდობაც“ კი გაუწიეს.

რაჭაში გამართული გასვლითი აქტივობა მოსწავლეებისთვის მართლაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203