ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
04-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი  საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

სწავლის დაწყების პირველი დღე სასკოლო საზოგადოებამ - მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთობლივად აღნიშნა.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური მაინც პირველკლასელთათვის და მეთორმეტეკლასელებისთვის იყო, რომელთაც აღელვება და ამავდროულად, დიდი სიხარული ეტყობოდათ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა დირექციის დიდი ხელშეწყობით ბავშვებს ლამაზად მორთული შენობა და საკლასო ოთახები დაახვედრეს, რამაც განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203