ულაშლოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
04-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური მონაწილეობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203