მარტყოფის N2 სკოლაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კვირეული გაიმართა
04-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კვირეული ჩატარდა. 

კვირეული მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა. 

კვირეულის დასკვნით დღეს, შედგა გაერთიანებული შეხვედრა მე-10 და მე-11 კლასებში.

შეხვედრას უძღვებოდნენ: სოფო კახაბრიშვილი, სალომე ფურცელაძე და ნინო ზაზუნიშვილი.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ძირითად თეორიულ ნაწილს და განიხილეს კონკრეტული მაგალითი ფილმ „მწვანე წიგნის“ გარშემო

კვირეულის ფარგლებში, მზადდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით თვალსაჩინო მაკეტი, რომელიც სკოლის ფოიეში განთავსდება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს გაეცნოს.

კვირეული ჩატარდა საზოგადოებრივი კათედრის წევრების ინიციატივითა და თანადგომით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203