მარტყოფის N2 სკოლაში მდგრადი განვითარების მიზნების კვირეულის პირველი დღე მე-7 კლასის მოსწავლეებს დაეთმო
04-10-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების კვირეული გაიმართა.

პირველი შეხვედრა მე-7 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი შეხვედრის მსვლელობაში და შესანიშნავად ართმევდნენ თავს შესაბამის დავალებებსა თუ აქტივობებს.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ძირითად თეორიულ ნაწილს, ამასთან განახორციელეს:

  • ჯგუფური სამუშაოები;
  • მცირე პრეზენტაციები;
  • ინტერაქციული თამაში.

საბოლოო ჯამში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი და სახალისო გამოვიდა.

კვირეულის ფარგლებში, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთანაც დაიგეგმა.

კვირეული სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის, დარეჯან გოგოჩაშვილის ინიციატივით, სკოლის თვითმმართველობისა და მე-10 კლასის თანადგომით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203