პირველი ობჩის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული კვირეული გაიმართა
04-10-2022

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

23-სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მოეწყო. კვირეული 30 სექტემბერს სპორტულ-გასართობმა ღონისძიებამ - „მხიარული სტარტები“ დაასრულა. 

აქტივობებს სპორტის მასწავლებელი მირანდა ბასილაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის დირექცია სპორტის დამწყებ მასწავლებელს შემდგომ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოზარდებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ და სხვადასხვა ღონისძიებაში რთავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203