„მშვიდობა მსოფლიოს“- ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ სანთელაძემ სათქმელი შთამბეჭდავი ნახატით გადმოსცა
04-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ სანთელაძე ხატვის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. ის საკუთარ ემოციებს ხელოვნების ამ დარგის საშუალებით დიდი წარმატებით გადმოსცემს.

ამჯერად, პატარა ხელვანმა ნახატი მშვიდობის შესახებ შექმნა. 

მისი სახელწოდებაა „მშვიდობა მსოფლიოს“. მოსწავლემ საკუთარი სათქმელი შემოქმედებით გადმოსცა. მან დახატა დედამიწა, რომელსაც მშვიდობის სიმბოლო - მტრედი ეხვევა. 

ნიკოლოზ სანთელაძე 14 წლისაა, ის სკოლის ნიჭიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე მოსწავლეა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათ წარმოცენაზე აქტიურად ზრუნავენ. 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203