გაუწყინარის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს 
04-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.

დირექტორი ნინო მეგენეიშვილი და ისტორიის პედაგოგი მერაბ თოფურია მოსწავლეებს აფხაზეთის ომზე ესაუბრნენ. 

მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 29 წლის წინანდელი მოვლენები და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

 წელს, აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203