„მადლობა izrune.ge-ს ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის“- ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლე დავით ბუცხრიკიძეს წარმატების დამადასტურებელი დიპლომი საზეიმოდ გადაეცა
04-10-2022

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბუცხრიკიძე izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრია.

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური ჩართულობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის ბეჯით და წარმატებულ „იზრუნელს“ უკვე გადაეცა izrune.ge-ს დიპლომი. დავითის წარმატება მისი სკოლის მზრუნველი დირექტორის ვასილ ქენქაძის, კლასის დამრიგებლის ფიქრია ბასილაძის, და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის დამსახურებაა.

„დამრიგებელმა მირჩია მონაწილეობა მიმეღო იზრუნე.ჯი-ს ტესტებში, დავრეგისტრირდი და შემხვდა ძალიან კარგი განათლების პირადი მენეჯერი ქალბატონი ელენე. ჩემს თანატოლებს ვურჩევ ჩაერთონ „იზრუნეს“ ტესტებში, რადგან აქ შეიძლება დიდი ცოდნის შეძენა. ძალიან მიხარია, როცა ჩემს დიპლომებს ვუყურებ, დღესაც დირექტორმა და დამრიგებელმა გადმომცეს ჩემი ზაფხულის ნამუშევარი, რამაც ძალიან გამახარა, მადლობა მათ და „იზრუნე.ჯი“-ს შემქმნელებს ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის“,- აღნიშნავს მოსწავლე. 

izrune.ge დავით ბუცხრიკიძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203