წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსა და ცხოველებს ყოველთვის განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.
სკოლაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად უძღვნიან. ამჯერად, ეკოკლუბის - „ნიამორი“ წევრებმა და სკოლის სხვა მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, 4 ოქტომბერი აღნიშნეს.
ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია და სლოგანები, მათ ისაუბრეს ცხოველთა დაცვის დღის მნიშვნელობაზე, პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე; ასევე წარიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ცხოველებზე - დისკუსიაში სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე - კუჭავა აქტიურად მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ყოველ მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ აქტივობას დირექცია მუდამ მხარდაჭერას უცხადებს.
იხილეთ ფოტოები: