„ჩვენ შეგვიძლია დედამიწის გადარჩენა!“ - კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები კლიმატის ცვლილებების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
04-10-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ და გარემოსდაცვით საქმიანობაში ხალისით არიან ჩართულნი.

ამჯერად, სკოლა კლიმატის ცვლილებების კვირეულს შეუერთდა. სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და კლიმატის ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრეს. 

ასევე დაამზადეს პლაკატები და კედლის გაზეთები და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

„ჩვენ შეგვიძლია დედამიწის გადარჩენა!“-ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203