ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ პატარიძის წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
04-10-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე თამარ პატარიძე პროექტ - Summer Reading Challange-ის ფარგლებში ვერცხლის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. თამარმა ინგლისურენოვანი წიგნი წაიკითხა და განსხვავებული დასასრული შექმნა, რისთვისაც ჯილდო დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი English Book Education-ის მიერ განხორციელდა.

ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს თამარ პატარიძესა და მის პედაგოგს, ასმათი დათიაშვილს ამ მიღწევას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203