მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. სწორედ ამავე მიზანს ემსახურებოდა დაწყებითი კლასების მასწავლებელის ლამარა კვერნაძის ჩატარებული გაკვეთილი.
მან მათემატიკაში თემა „გამრავლება“ მოსწავლეებს საინტერესოდ აუხსნა. პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა თუ როგორ ამრავლებს პრინტერი სამუშაო მასალას.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: