გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
04-10-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2022-2023 სასკოლო- სპორტული ოლიმპიადის გახსნაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სპორტული აქტივობები შეასრულეს. ისინი გახსნის ცერემონიაზე დიდი მონდომებითა და ხალისით წარდგნენ. მოსწავლეებმა თავიანთი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მათი გამოსვლით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.