„მშვიდობა“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანასტასია ქავთარაძემ კონკურსისთვის საინტერესო ნამუშევარი შექმნა
04-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ. ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგებში გამორჩეულად ნიჭიერები არიან და თავიანთ შესაძლებლობებს დიდი ენთუზიაზმით ავლენენ.
ამჯერად, VII კლასის მოსწავლე ანასტასია ქავთარაძე ბავშვთა ნახატების კონკურსში, თემით - „მშვიდობა“ მონაწილეობდა.
ანასტასიამ თემატური, არაჩვეულებრივი ნახატი შექმნა, რომლის საშუალებითაც მთელს სამყაროს მშვიდობისკენ მოუწოდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ნიჭიერ მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.