,,ჩვენ ვართ სამყარო“ - აბასთუმნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
05-04-2018
აბასთუმნის საჯარო სკოლაში სპეც. მასწავლებელმა სოფო ბლიაძემ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - ,,ჩვენ ვართ სამყარო“ ჩაატარა. ღონისძიებაში მე-3 მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთები გააკეთეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ.
ღონისძიების ბოლოს მოზარდებმა ფოტოები გადაიღეს.
დაუნის სინდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“