„ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების გაუმჯობესების საქმეში“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკომარათონს შეუერთდნენ
04-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ბავშვები მსოფლიოში ყველაზე დიდ მარათონს, სახელწოდებით - „დრო იწურება“ შეურთდნენ, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში თემატური ნახატები და პოსტერები შექმნეს. ბავშვებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს რომ გარემოს გაფრთხილება უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების გაუმჯობესების საქმეში და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა 3 ნოემბერს საკუთარ სასკოლო მარათონში“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს