ხაშურის N4 საჯარო სკოლაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის“ ფინალისტს და ოლიმპიადა „ევერესტის“ დამაარსებელს, მასწავლებელ დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს.
მან მე-4ა და მე-4ბ კლასებში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი მათემატიკური უნარები კიდევ უფრო გაიუმჯობესეს.
მე-4ა და მე-4ბ კლასების დამრიგებლები ნათია კიკნაძე და თამარ სუდაძე არიან.
სკოლაში მისი სტუმრობით მოხარულნი არიან.
„მისი სტუმრობა შთამბეჭდავი და საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: