წყალტუბოს N1 სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებმა - ვერონიკა ჯანგავაძემ და გიორგი კუტივაძემ სახალხო დღესასწაულზე ასახელეს
04-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ვერონიკა ჯანგავაძემ და გიორგი კუტივაძემ სახალხო დღესასწაულზე - „შემოდგომის წყალტუბო 2022“ ასახელეს.
ნიჭიერი ბავშვები დღესასწაულის ფარგლებში, ნახატების კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებში ბავშვების მონაწილეობას სკოლის დირექცია ხელს უწყობს და ბავშვების თითოეულ მიზანს მხარს უჭერს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს