
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
სკოლა ამჯერად, ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტის კვირეულს შეუერთდა. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
„იყავი აქტიური!“- მოგვიწოდებენ კურსების საჯარო სკოლელები.
იხილეთ ფოტოები: