
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულის შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, 30 სექტემბერს სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიებაში Vა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მეხუთეკლასელები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა მასწავლებელი ცოტნე ჯღამაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: