
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
კვირეული მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ასფალტზე ხატვით გახსნეს. „საუკეთესო თაიგული საყვარელ მასწავლებელს“ - ეს გახლდათ შემოქმედებითი აქტივობის თემა.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი ლუიზა ფირცხელავა გახლავთ, რომელიც მესამეკლასელებს სითბოსა და სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„ჩემო პატარებო, მადლობა იმ სითბოსთვის, რაც დღეს გამოხატეთ, მეც მიყვარხართ“,- მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: