ბოლნისის N1 სკოლა „ბოლნისქალაქობის“ დღესასწაულზე საინტერესოდ წარდგა
04-10-2022
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულ „ბოლნისქალაქობაში“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დამზადებული ნამუშევრები - ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები წარადგინეს. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. საზოგადოებას გააცნეს სკოლის მოსწავლის, ახალგაზრდა მწერლის, ანა ბეჟანიშვილის ახლადგამოცემული ფსიქოლოგიური რომანი „ცისარტყელის მერვე ფერი“. 

გარდა ამისა, ღონისძიებაში სკოლის ფოლკლორული ანსამბლიც მონაწილეობდა, მათ მიერ შესრულებულმა ნომრებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება საზეიმოდ გადაეცა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ აიდა ნაბიზადეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203