ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
04-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. სწორედ ამავე მიზანს ემსახურებოდა პირველ კლასში ჩატარებული აქტივობა. 

მოსწავლებმა სასკოლო ავეჯისა და ნივთების აღმნიშვნელი სიტყვები ისწავლეს. გაკვეთილს დამრიგებელი გუანნა მკოიანი უძღვებოდა. 

„პირველკლასელებმა უკვე იციან სასკოლო ავეჯი და სასკოლო ნივთები. ისინი ნივთებზე მიუთითებენ და მარცვლიან ახალნასწავლ სიტყვებს. ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი გაკვეთილი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას დიდი ხალისითა და მონდომებით სწავლობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203