
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წელს, სკოლის პედაგოგმა, მზევინარ ჩუბინიძემ მასწავლებელთა გამოცდაზე მენტორი მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მზევინარ ჩუბინიძეს მენტორი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიული უნარების გამოცდა წელს პირველად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: