რცხილათის საჯარო სკოლამ საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები აჩუქა
04-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო გარემოში დაიწყო. პედაგოგები და დირექცია მოსწავლეთა მოტივაციასა და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სასკოლო საზოგადოებას არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა ავიწყდება, გამონაკლისი არც 2021-2022 წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთა გაცილება იყო. ბავშვებისთვის განსაკუთრებული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართული და დამსწრე საზოგადოებას სახალისო ნომრებიც შესთავაზეს.
დირექციის ხელშეწყობით ახალგაზრდებისთვის ასევე დაუვიწყარი, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ექსკურსიაც მოეწყო. აღნიშნული გასვლითი აქტივობა ქუთაისში, წყალტუბოსა და გელათში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს