რცხილათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს
04-10-2022

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა. საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. გამონაკლისი არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სკოლაში მისვლა დღესასწაულად უქციეს. 

აღსანიშნავია, რომ რცხილათის მცირეკონტიგენტიან სკოლაში მოსწავლეებისთვის შექმნილია მრავალფეროვანი, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, აქტივობებში ჩართულია ყველა მოსწავლე და პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203