ივანდიდის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
03-10-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ისინი ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. პროცესმა სახალისოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„30 სექტემბერი ევროპის სპორტის დღეა! ამ დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში სკოლები ევროპის სასკოლო სპორტის დღეს აღნიშნავენ ღია სივრცეში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203