თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
03-10-2022
თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ. 

ის 1-ელ ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს - ძალიან საინტერესო და სახალისო ნამუშევრები წარადგინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზანს ემსახურება მათი სხვადასხვა პროექტში ჩართულობაც. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203