საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები „ბოლნისქალაქობის“ აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ
03-10-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა „ბოლნისქალაქობა 2022“ იზეიმეს. მოზარდები სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ.

მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. მაგალითად, როგორიცაა სასკოლო პროექტებისა და კლუბების პრეზენტაცია, კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ქიმიური შოუ და ა.შ. 
 
მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„უდიდესი მადლობა, ძვირფასო მშობლებო, საყვარელო პედაგოგებო,საოცნებო მოსწავლეებო!
აქ სიყვარულია!
განსაკუთერებული მადლობა თინიკო რუსიეშვილს, ხატია რაზმაძეს, ნათია კობალაძეს, ნინო მოდებაძეს, მარიკა ფოჩხიძე.
საქართველოს მომავალი თქვენია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203