აფხაზეთის N15 სკოლაში პირველკლასელებს ზღაპრული გარემო დაახვედრეს
03-10-2022
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყო. სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის სამყაროში პირველად შეაბიჯეს.

სწავლის დაწყების პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური სწორედ პატარა მოსწავლეებისთვის იყო და პედაგოგებმა მათთვის დადებითი გარემოს შესაქმნელად დაუღალავად იზრუნეს.

ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახში შესულ ბავშვებს, საკლასო მერხებზე სახელმძღვანელოები და მათი სახელობის წარწებიც დახვდათ, რათა მოსწავლეები მათთვის განკუთვნილ ადგილებზე დამსხდარიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო შეხვედრამ ბავშვებს სწავლისადმი მოტივაცია გაუზარდა და განათლების მიღებას გულმოდგინედ შეუდგნენ.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203