ჰერეთისკარის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა 
03-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში, ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

სკოლა კვირეულს აქტიურად შეუერთდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გაიმართა სპორტული ღონისძიებები, თამაშები და შეჯიბრებები, რომელში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. 

მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტულად აქტიური მოსწავლეების აღზრდას ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203