თბილისის N103 სკოლის მოსწავლე დავით ფაროიანმა კიკბოქსინგში, ბალტიის ღია პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა
03-10-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დავით ფაროიანი კიკბოქსინგში ბალტიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. 

მან ჩემპიონობა ორ სხვადასხვა წონით  - 67კგ.და 71კგ. კატეგორიაში, მოიპოვა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და მომავალ ბრძოლებშიც უდიდეს წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ დავითს თავისი კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 150 ბრძოლა. 147 მოგებული, აქედან 69 ნოკაუტით. არის საქართველოს 9 გზის ჩემპიონი, შავი ზღვის 2-გზის ჩემპიონი, კავკასიის 6-გზის ჩემპიონი, WAKO ევროპის ჩემპიონი, ISKA მსოფლიო ჩემპიონი.

დავით ფაროიანი  ზუგდიდში გამართულ ტურნირში - „კოლხეთის თასი“, მონაწილეობდა. 26 ნოემბერს დაპატიჟებულია მსოფლიო ჩემპიონატზე ლატვიაში პროფესიონალურ ბრძოლებში, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ორგანიზაცია KING OF KINGS (KOK) ატარებს.

„დავით ფაროიანი, სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურებს იპყრობს. სკოლა ულოცავს დავითს ამ წარმატებებს და უსურვებს წარმატებებს მომავალ ბრძოლებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203