თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის მოსწავლეებმა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციას, ადათებს, სამრეწველო და სამეურნეო საქმიანობას, რეწვისა და თიხის დამუშავების ოსტატობას გაეცნენ.
გარდა ამისა, მათ კუთხური ოდა-სახლები დაათვალიერეს.
მეხუთეკლასელები აქტივობაში, დამრიგებელ თეა კობახიძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ბოლოს მათ კუს ტბაც მოინახულეს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიზიტის მიზანი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება იყო.
იხილეთ ფოტოები: