ქერეს საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა
03-10-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა.

მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203