
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო.
მოსწავლეები, დამრიგებლის, ლალი სანიკიძის ხელმძღვანელობით, ზუგდიდის დადიანების სასახლეს ესტუმრნენ. მეოთხეკლასელებმა სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია დიდი ინტერესით დაათვალიერეს, შემდეგ კი დადიანების სასახლის საგანმანათლებლო პროგრამაში - „ოქროსფერი შემოდგომა„ მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეები დადიანების სასახლიდან ახალი ინფორმაციით, ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: