თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ფავლენიშვილი კონფერენციაში მონაწილეობდა
03-10-2022
თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლე დავით ფავლენიშვილი ვიზუალურ პროგრამირების მიმართულებით, „მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციაში“ მონაწილეობდა. კონფერენციაზე მონაწილეებმა ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა​ Scratch-ში შექმნილი პროდუქტები წარადგინეს.

აღნიშნული კონფერენცია „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, UniLab - უნილაბის და Explorium ექსპლორიუმის ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203