ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ
03-10-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, ევროპული სპორტის კვირეულის ეგიდით სკოლაში 29-30 სექტემბერს სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.

დაწყებით კლასებში მოძრავი თამაშები მოეწყო, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთს: ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენისა და ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრნენ. შეჯიბრებები, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების სპორტის მასწავლებლები - პაატა ხვიჩია და მარინე კოვზირიძე გახლავთ.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203