თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ
03-10-2022
თბილისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ბავშვები სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ.

1 ოქტომბერს, VII და X კლასების მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ - „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი - 2022“-ზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 40-მდე სამეცნიერო თემატიკის სივრცე დაათვალიერეს.

პიკნიკის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკს ისტორიის პედაგოგის, თინათინ ხეჩიკოვას ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203