თბილისის N39 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
03-10-2022
თბილისის N39 საჯარო სკოლამ ქვეყანას არაერთი ღირსეული და საამაყო თაობა აღუზარდა. გამონაკლისი არც 2021-2022 სასწავლო წელი ყოფილა და წარჩინებული კურსდამთავრებულები შესაბამისად დაჯილდოვდნენ.

თბილისის, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის ინიციატივით, თბილისის N39 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ.

სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები კი არიან: ელენე ფანჩულიძე, იზა კახნიაშვილი, ლიზა ბოჭორიშვილი და სალომე მაღრაძე.

აღნიშნულ საზეიმო შეხვედრას გლდანი - ნაძალადევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203