მატნის N1 სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები - ბაია ხოხობაშვილი, მარიამ ვარდოშვილი და დიანა ზარავანდაშვილი დაჯილდოვდნენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული, ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები - ბაია ხოხობაშვილი, მარიამ ვარდოშვილი და დიანა ზარავანდაშვილი დააჯილდოვეს.
კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. მისი ინიციატორი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება ტრადიციულ სახეს მიიღებს.
ვერცხლისმედალოსნების წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებისთვის 500 ლარი იყო განკუთვნილი.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ.
„ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: