დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ისინი ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. პროცესმა სახალისოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: